ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა
ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ბაღდათის სოფელ ვარციხეში მიკროავტობუსი გადაბრუნდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.