ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
23:21, 01.07.2022
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 131-ე კილომეტრზე ღვარცოფის და გამონატანების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.