ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ18-კმ54 მონაკვეთზე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, გუშინ, ღამის პერიოდიდან ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე ადიდებული მდინარე რიონის გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის გამო, აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.