ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

11:42, 11.07.2025

ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 107-ე კმ-ზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე ჯამში მოეწყო 474 მეტრი დამცავი კედელი, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს გზის მდგრადობას.

„გარდა ამისა, მესამე ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს ქუთაისი-ალპანა-მამისონისა და საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზების მიერთების გაუმჯობესების სამუშაოები სოფელ ზუდალთან. პროექტის შესაბამისად შენდება ახალი ორმალიანი, 76.2 მეტრი სიგრძის ხიდი მდინარე რიონზე და ხიდთან მისასვლელი გზები. ახალი ხიდი დააკავშირებს საჩხერე-ონის 51 კმ-იან გზას ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზასთან, რაც გააუმჯობესებს სატრანსპორტო გადაადგილებას პირობებს. მშენებლობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 1.3 მილიონ ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მსგავსი