ქუთაისი 2021 წელს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ყოველწლიურ ფორუმს უმასპინძლებს
ქუთაისი 2021 წელს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ყოველწლიურ ფორუმს უმასპინძლებს

ქუთაისი 2021 წელს ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ყოველწლიურ რიგით მე-11 ფორუმს უმასპინძლებს.

ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ, ნინო თვალთვაძემ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ქუთაისი შეირჩა მასპინძელ ქალაქად. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ქუთაისის ცნობადობას მსოფლიო მასშტაბით. ქალაქში ჩამოვა ბევრი სტუმარი. ქუთაისი იქნება წარმოჩენილი, როგორც ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობის მქონე ქალაქი. აღნიშნული ფორუმის ფარგლებში დაიგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ხოლო მომდევნო, თითქმის ორი წლის განმავლობაში დაიგეგმება საკმაოდ ბევრი საინფორმაციო კამპანია”, -განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ, ნინო თვალთვაძემ.