ქუთაისელი ფანების უჩვეული გადაწყვეტილება - ყველა „ტორპედოელი“ საუკეთესოა
ქუთაისელი ფანების უჩვეული გადაწყვეტილება - ყველა „ტორპედოელი“ საუკეთესოა

ყოველი სეზონის ბოლოს, „ტორპედოს“ ფანები წლის საუკეთესო „ტორპედოელს“ ასახელებენ და შესაბამისი პრიზით აჯილდოვებენ.

2019 წლის სეზონის აღმოჩენა 16 წლის დავით ასათიანი გახდა, რომელმაც ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი 15 წლის ასაკში ჩაატარა და გამოუცდელობის მიუხედავად, ორი პენალტის მოგერიება მოახერხა – ახალგაზრდა ნიჭიერ მეკარეს პრიზი „ტორპედოს“ მეკარეების მწვრთნელმა, დავით მამარდაშვილმა გადასცა.

2019 წლის „ტორპედოელის“ დასახელებისას კი ფანებმა ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღეს. მათ არა რომელიღაც ერთი კონკრეტული ფეხბურთელი, არამედ ყველა ის მოთამაშე აღიარეს, ვისაც „ტორპედოს“ მაისური წელს თუნდაც ერთხელ ეცვა.

ფანების აზრით, დაფასებას იმსახურებს ყველა მოთამაშე, რადგან ფინანსური კრიზისისა და გაჭირვების გამო, ქუთაისის „ტორპედო“ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა და ეროვნულ ლიგაში ადგილი სწორედ ფეხბურთელთა მონდომებისა და მოთმინების ხარჯზე შეინარჩუნა.