ქუთაისელი გულშემატკივრები - „ტორპედო“ ჯერაც ჩაჩავასია, გადაცემის პროცესი დასაჩქარებელია
ქუთაისელი გულშემატკივრები - „ტორპედო“ ჯერაც ჩაჩავასია, გადაცემის პროცესი დასაჩქარებელია

ქუთაისის „ტორპედო“ ჯერ იტალიელი ფაბიო მანინოსთვსი არ გადაუციათ, კლუბი ისევ ზაზა ჩაჩავას ეკუთვნის, ქუთაისური გუნდის გულშემატკივტები კი განკერძოების პროცესის დაჩქარებას ითხოვენ.

ამის შესახებ საგანგებო განცხადება გულშემატკივართა ჯგუფებმა „ჩვენ ვართ ტორპედო“-მ გაავრცელა.

„ვწუხვართ, რომ ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი მოვლენების ფონზე ცუდი ინფორმაციის მოწოდება გვიწევს. მიუხედავად იმისა,რომ გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც მზად არის ქუთაისის „ტორპედო“ ფეხზე დააყენოს, ჯერ კიდევ არის პრობლემები. ეს გამოწვეულია იმით, რომ გუნდი ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გადაუციათ. გუნდში ისევ უმძიმესი ფინანსური კრიზისია, თვეებია ფეხბურთელებს და გუნდში დასაქმებულ ხალხს ხელფასი არ აუღიათ. ფაბიო მანინო მზად არის და მოუთმენლად ელის გუნდის გადაცემას, ვალდებულება თავის თავზე რომ აიღოს! სამწუხაროდ, გუნდის ოფიციალური მფლობელი ჯერ კიდევ ზაალ ჩაჩავაა. შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, მანინო მოითხოვს გარანტიის ფურცელს, სადაც დადასტურდება, რომ გუნდი მისი საკუთრებაა. გთხოვთ, დააჩქაროთ ეს პროცესი. ქუთაისის „ტორპედოს“ უკან არა მარტო სახელი და ისტორიაა, მის უკან უამრავი ბავშვი და ოჯახი დგას. სამწუხაროდ, დგას საკითხი გუნდის ყოფნა-არყოფნისა. ქუთაისის „ტორპედო“ უნდა გადარჩეს! ინვესტორი არის! მას გუნდი უნდა გადასცენ! დრო ძალიან ცოტაა. სამწუხაროდ, რამოდენიმე დღე. კორონას დასრულების შემდეგაც გრძელდება სიცოცხლე!“ – ვკითხულობთ „ტორპედოს“ გულშემატკივართა განცხადებაში.

დატოვე კომენტარი