ქუთაისელები ნახევარფინალში კვასხვაძემ გაიყვანა – „ტორპედომ“ პენალტების სერიაში მოიგო
ქუთაისის „ტორპედომ“ საქართველის დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში სტუმრად „რუსთავი“ დაამარცხა და ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართული ამ შეხვედრის ძირითად დროში მეტოქეებმა გოლების გატანა ვერც ვერ მოახერხეს და გამარჯვებული ვერ გაირკვა.
დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც ქუთაისელებმა უკეთ შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ პირველი დარტყმა ჯარიმებისა და პენალტების კარგი შესრულებით ცნობილმა „რუსთავის“ ნახევარმცველმა დათა სიჭინავამ გააფუჭა. მერე ქუთაისელთა მეკარე როინ კვასხვაძემ ლაშა ქოჩლაძის დარტყმა მოიგერია, შემდეგი პენალტი კი მეკარემ თავად შეასრულა და გაიტანა. საბოლოოდ „ტორპედომ“ პენალტების სერიით 4:2 მოიგო და ნახევარფინალში ითამაშებს.
ამ მატჩის შემდეგ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ოთხივე ნახევარფინალისტი გაირკვა: თასისთვის იბრძოლებენ თბილისის „ლოკომოტივი“, „საბურთალო“, საგარეჯოს „გარეჯი 1960“ და ქუთაისის „ტორპედო“.