„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სამხედრო ჯგუფებმა ქალაქი სინჯარი დატოვეს
„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სამხედრო ჯგუფებმა ქალაქი სინჯარი დატოვეს

„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სამხედრო ჯგუფებმა ერაყის ქალაქი სინჯარი დატოვეს. თურქული მედიის ინფორმაციით, სინჯარის ოლქში ერაყის სამთავრობო არმიის ნაწილებმა დაიწყეს განთავსება. სინჯარში ერაყის ხელისუფლებამ მე-15 ბრიგადა მძიმე შეიარაღებასთან ერთად გაგზავნა.

2014 წელს სინჯარში, ეზიდების ეთნიკურ უმცირესობაზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების შემდეგ, აღნიშნული ტერიტორია „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ დაიკავა. თურქეთის ხელისუფლებაში არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ სინჯარიდან „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სამხედრო ჯგუფები არ გავიდოდნენ, ანკარა სამხედრო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავდა.