ქურთი გენერალი მაზლუმ აბდი – აშშ აქტიურად შუამავლობს დიალოგის წარმართვას ქურთების დაჯგუფება „სირიის დემოკრატიულ ძალებსა“ და სირიის ხელისუფლებას შორის
Syria's interim President Ahmed al-Sharaa and Commander of Syrian Kurdish-led forces Mazloum Abdi shake hands, after Syria reached a deal to integrate the Kurdish-led Syrian Democratic Forces (SDF) with state institutions, the Syrian presidency said on Monday, in Damascus, Syria, in this handout released on March 10, 2025. SANA/Handout via REUTERS ATTENTION EDITORS - THIS IMAGE WAS PROVIDED BY A THIRD PARTY. REUTERS IS UNABLE TO INDEPENDENTLY VERIFY THIS IMAGE.
აშშ აქტიურად შუამავლობს ქურთების „სირიის დემოკრატიულ ძალებსა“ და სირიის ხელისუფლებას შორის დიალოგის წარმართვას, – ამის შესახებ სირიელი ქურთების დაჯგუფების, „სირიის დემოკრატიული ძალების“ სამხედრო მეთაურმა, გენერალმა მაზლუმ აბდიმ განაცხადა.
გამოცემა „მაჯალასთან“ ინტერვიუში ქურთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა გაამჟღავნა დამასკოში გამართული შეხვედრის დეტალები, რომელიც მოიცავს სირიის ტერიტორიულ მთლიანობას, ერთიანი არმიის ფორმირებას და ერთ ინსტიტუციურ ჩარჩოს, ერთი დედაქალაქით და ერთი დროშით.
„ფუნდამენტური პრინციპი, რომელზეც ჩვენ ვთანხმდებით, არის, რომ არ უნდა არსებობდეს ორი ცალკეული ჯარი, არამედ ერთი, ერთიანი სამხედრო ძალა“, – აღნიშნა მაზლუმ აბდიმ.
ქურთი გენერლის თქმით, უცხოელი მებრძოლები „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ მას შემდეგ დატოვებენ, როდესაც სირიაში ცეცხლის მუდმივი შეწყვეტა დამყარდება. მაზლუმ აბდიმ კატეგორიულად გამორიცხა ირანთან რაიმე სახის თანამშრომლობა.
შეთანხმების თანახმად, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ყველა სამოქალაქო და სამხედრო ინსტიტუტი ინტეგრირებული იქნება სახელმწიფოს ფარგლებში, რომელიც ამგვარად აიღებს საზღვრების, აეროპორტებისა და ნავთობისა და გაზის საბადოებზე კონტროლს. შეთანხმება ასევე განსაზღვრავს ყველა სირიელის უფლებას პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე.