ქურთი მებრძოლების თავდასხმის შედეგად ორი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
ქურთი მებრძოლების თავდასხმის შედეგად ორი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

ქურთი მებრძოლების თავდასხმას ორი თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.

​თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდასხმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ჰაქიარის პროვინციაში მოხდა. ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლები ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ავტომობილს დაესხნენ თავს.

ჰაქიარის პროვინცია ერაყისა და ირანის მოსაზღვრე რეგიონია. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა დისტანციურად, შორი მანძილიდან განხორციელდა.

ქურთისტანის მუშათა პარტიამ, რომელსაც ოფიციალური ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, სეპარატისტული აქტივობა 1984 წელს დაიწყო. ისინი თურქეთის სამხრეთ ნაწილში ავტონომიის მოპოვებას ცდილობენ. კონფლიქტის ფარგლებში დაპირისპირებების შედეგად 40 ათასი ადამიანი დაიღუპა.