ქურთი მებრძოლები ცეცხლის შეწყვეტას რამდენიმე პირობით დათანხმდნენ
ქურთი მებრძოლები ცეცხლის შეწყვეტას რამდენიმე პირობით დათანხმდნენ

ქურთი მებრძოლები ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდნენ, თუმცა რამდენიმე პირობით. როგორც „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლები აცხადებენ, შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნებასა და უნდა გამორიცხავდეს „რეგიონში დემოგრაფიულ ცვლილებებს“.

როგორც „სირიის დემოკრატიული ძალების“ მეთაურმა, მასუდ აბდიმ ქურთულ ტელეარხ „რონაჰის“ ეთერში განაცხადა, „ქურთები გააკეთებენ ყველაფერს, რომ ზავი წარმატებული იყოს.“

მანამდე საკუთარი პირობები წამოაყენა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მევლუთ ჩავუშოღლის თქმით, ანკარამ ოპერაცია უბრალოდ შეაჩერა იმისთვის, რომ სირიელი ქურთების თავდაცვითმა ძალებმა „უსაფრთხოების ზონა“ დატოვონ. მხოლოდ ამ პირობის შესრულების შემთხვევაში, თურქეთი სამხედრო ოპერაციას სრულად შეწყვეტს.

თურქეთი სამხედრო ოპერაციის „მშვიდობის წყაროს“ ხუთი დღით შეჩერებას, 17 ოქტომბერს, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ დათანხმდა.