ქურთი დემონსტრანტები ერაყში, თურქი სამხედროების ბანაკს თავს დაესხნენ
ქურთი დემონსტრანტები ერაყში, თურქი სამხედროების ბანაკს თავს დაესხნენ

ქურთი დემონსტრანტები ერაყში დისლოცირებული, თურქი სამხედროების ბანაკს თავს დაესხნენ. დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი.

ინციდენტი ერაყის ქურთისტანში მოხდა. აქციის მონაწილეებმა მანქანებს და რამდენიმე შენობას ცეცხლი წაუკიდეს. დემონსტრანტები თურქეთის ავიაიერიშებს აპროტესტებდნენ, რომელთა გამოც, მათივე მტკიცებით, რამდენიმე უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.

ერაყის ქურთისტანის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თურქმა სამხედროებმა ქურთ მომიტინგეებს იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს და ტერიტორია დატოვეს.

თურქეთში აცხადებენ, რომ მომხდარი „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო.