ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული იმედა აბაშიძის ოჯახის წევრებმა ბათუმში აქცია გამართეს
ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული იმედა აბაშიძის ოჯახის წევრებმა ბათუმში აქცია გამართეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის დაკავებული იმედა აბაშიძის ოჯახის წევრებმა მორიგი აქცია გამართეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ისინი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„ჩვენ არ ვსაუბრობთ მის უდანაშაულობაზე. ის არის მძიმე მდგომარეობაში, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ვითხოვთ პატიმრობის გირაოთი შეცვლას, ამით გამოძიებას ხელი არ შეეშლება“, – განაცხადა იმედა აბაშიძის მეუღლემ ნინო აბაშიძემ.

მისივე თქმით, იმედი აბაშიძის საქმეზე მორიგი პროცესია ჩანიშნული და აპირებენ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენონ.