ქსნის მე-15 და მე-19 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორია შესაძლოა, ოთხ ნაწილად გაიყოს და სამი ახალი დაწესებულება შეიქმნას
ქსნის მე-15 და მე-19 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორია შესაძლოა, ოთხ ნაწილად გაიყოს და სამი ახალი დაწესებულება შეიქმნას

ქსნის მე-15 და მე-19 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიის ოთხ ნაწილად გაყოფა იგეგმება. ამის შესახებ საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პირველ წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქსნის მე-15 და მე-19 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორია ოთხ ნაწილად გაიყოფა და სამი ახალი დაწესებულება შეიქმნება, რომელთა პროექტირებაც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ექსპერტიზა ჩაუტარდება.

შედეგად, N19 დაწესებულების ტერიტორიაზე 680-კაციანი და 140-კაციანი დახურული ტიპის ორი დაწესებულება გაიხსნება, ხოლო N15 დაწესებულების, ე.წ. ძველი ზონის ტერიტორიაზე 120-კაციანი დახურული ტიპის დაწესებულება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსთავში ორი ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება.

ასევე მთავრობა განმარტავს, რომ ლაითურის ციხის ხელახალი პროექტირება 2019 წლის ივნისისთვის დასრულდება და რეკონსტრუქცია 2019 წლის ბოლოს დაიწყება.