ქსელზე გადაერთების სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება
ქსელზე გადაერთების სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიის დაკვეთით, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ წყალმომარაგების ახალ ქსელზე საბოლოო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, – ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დაკეტვა და წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის  წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, პირველ აპრილს, ღამის 23:00 საათიდან 2 აპრილის ღამის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: ვაშლიჯვრის დასახლებას, მარშალ გელოვანის გამზირს, თოფურიას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის ქუჩებს, გოძიაშვილის ქუჩას და შესახვევებს, გოთუას, მუხრან მაჭავარიანის, ჭელიძის, ბიძინა ბარათაშვილი, სარგის კაკაბაძის, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის, ალასანიას, ვაზისუბნისა და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბის რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ს, დიღმის მასივის I კვ.-ის N10, 11, 12 კორპუსებს.

დიდ დიღომში: ფარნავაზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრეხელიძის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ფატმანის, დავარის, ვეფხისტყაოსნის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, მიხეილ მესხის, ფატმანის, კვირაცხოვლის, მუხათგვერდისა და მიმდებარე ქუჩებს; ბენდუქიძის დასახლებას.

ქოშიგორას დასახლებაში: ჭავჭავაძის, უდაბნოს, მოწამეთას, კელასაურის, ასი ათასი მოწამის ქუჩებს.

სოფელ ზურგოვანაში: კოსტავას, ჩოხელის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ქუჩებს.

ზაჰესში: გრ. ხანძთელის, სხვიტორის, კასკადისა და ენერგეტიკის ქუჩებს.

„წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“, – აცხადებენ კომპანიაში.