ქსავიე ბეტელი – საქართველოს მთავრობას თუ არ დაველაპარაკებით, ცვლილებებს ვერ მივაღწევთ

12:27, 13.07.2026

საქართველოს მთავრობას თუ არ დაველაპარაკებით, ცვლილებებს ვერ მივაღწევთ, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა.

ქსავიე ბეტელის თქმით, საქართველოს მთავრობამ ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს.

„ყოველთვის ვამბობ, მათ ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ. ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ ჩვენ მათ არ დაველაპარაკებით, ცვლილებებს ვერ შევძლებთ. არ გვჭირდება მათთვის სწავლება, რადგან იციან წესები და იციან, რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს კანონები. ჩვენ არ გვჭირდება მათთვის თავს მოხვევა. ჩვენ უნდა შევთავაზოთ და ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. მათ მოიგეს არჩევნები. მოგვწონს ეს თუ არა, ფაქტია. ჩვენ თუ არ დაველაპარაკებით ქართველებს, ვერასდროს შევძლებთ გადაწყვეტილებების პოვნას. მათთან საუბრისას ჩემი შთაბეჭდილება ხანდახან კარგია, ხანდახან – ცუდი“, – აღნიშნა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი