ქსავიე ბატელი აცხადებს, რომ ტრამპის გამოცხადებული სავაჭრო ზომები არის ჯარიმები და არა ტარიფები – ჩვენ ხომ არ ვართ სულელები ისტორიაში? ეს არ არის ტარიფები, ჯარიმებია, რომლებიც უნდა გადავიხადოთ

15:49, 03.04.2025

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ქსავიე ბატელი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული სავაჭრო ზომები არის ჯარიმები და არა – ტარიფები. ამის შესახებ მინისტრმა ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენ ხომ არ ვართ სულელები ისტორიაში? ეს არ არის ტარიფები, ეს არის ჯარიმები, რომლებიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ. ჩვენ არ უნდა ვიდგეთ ხელჩამოშვებულები, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ქსავიე ბატელმა.

როგორც ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, აშშ-მა და ევროკავშირმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჰყავთ საერთო მტერი – რუსეთი.

„შეერთებულმა შტატებმა არ უნდა განიხილოს ევროპა მტრად. ჩვენ პარტნიორები ვიყავით, ჩვენ ჯერ კიდევ ვართ პარტნიორები და  უნდა შევინარჩუნოთ პარტნიორობა“, – განაცხადა ქსავიე ბატელმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სხვადასხვა ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფები 10%-იდან 49%-მდეა. ამასთან, ტრამპმა ევროკავშირს – 20%-იანი, დიდ ბრიტანეთს კი 10%-იანი ტარიფები დაუწესა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ტარიფები აშშ-ს ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება. ასევე, ტრამპმა 25%-იანი ტარიფი დააწესა უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე.

მსგავსი