ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დაკავებული ჯამბულ თავართქილაძე ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა
ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დაკავებული ჯამბულ თავართქილაძე ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა

ხელვაჩაურში დაკავებული ჯამბულ თავართქილაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატია. ხელვაჩაურის საკრებულოში ის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

დეპუტატის დაკავებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციაში ცოტა ხანში განცხადება გაკეთდება.

ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, ამბობს, რომ სავარაუდოდ დაკავება ქრთამის აღებას უკავშირდება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ. და მოქალაქე ზაზა თ. დააკავეს. გამოძიების ვნობით,  ჯამბულ თ., ნათესავთან ზაზა თ-სთან შეთანხმებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12 845,00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდა. მას უზრუნველეყო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასაყიდად საკრებულოს სხდომაზე გატანა და დეპუტატების დაყოლიება საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, რის სანაცვლოდაც კვადრატულ მეტრზე მოითხოვა 4 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 51 380 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღო 1000 აშშ დოლარი.