ქრთამის აღების გამო, ჩრდილოეთ მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა
ქრთამის აღების გამო, ჩრდილოეთ მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა

ჩრდილოეთ მაკედონიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ასიმ მუსა 50 ევროს ოდენობის ქრთამის აღების გამო თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ვიდეომასალა, სადაც მინისტრის მოადგილე ქრთამს იღებდა, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა. ის ქრთამს იღებდა ოპერაციის ჩატარებაში. მინისტრის მოადგილემ 50 ევრო ავანსად მიიღო, საბოლოოდ კი, მას 1000 ევრო უნდა მიეღო. პაციენტი ჟურნალისტი აღმოჩნდა, რომელმაც ოპერაციის საჭიროება გაითამაშა.

ჯანდაცვის მინისტრმა მოადგილის საქციელი მკაცრად გააკრიტიკა. საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

დატოვე კომენტარი