ქრთამის აღების ფაქტზე თეთრიწყაროს მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე თეთრიწყაროს მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ლაშა ქ. დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაშა ქ-მ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თურქეთის მოქალაქეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.

„გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.