ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდება
ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდება

იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში დღეს წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდება.

წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ათასობით მორწმუნე, მათ შორის ქართველი მომლოცველები იმყოფებიან.

მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.