ქუთაისში, კლინიკა „მედიქალ სითიში" ვირუსული ინფექციის დიაგნოზით 83 ადამიანი მკურნალობს
ქუთაისში, კლინიკა „მედიქალ სითიში" ვირუსული ინფექციის დიაგნოზით 83 ადამიანი მკურნალობს

ქუთაისში, კლინიკა „მედიქალ სითიში” ვირუსული ინფექციის დიაგნოზით 83 ადამიანი მკურნალობს,- ამის შესახებ პირველ არხს საავადმყოფოს ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა.

ნუგზარ მაღლაკელიძის თქმით, დადასტურებული H1N1 შემთხვევა არ ფიქსირდება და ძირითადი დიაგნოზი A ტიპის ვირუსული ინფექციაა.

ექიმის ინფორმაციით, მიმართვიანობა ბოლო დღეებში არ გაზრდილა, თუმცა არასეზონურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელმა ორჯერ მოიმატა.