ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ის გამარჯვებულია - წიტაიშვილის „გრანადა“ ბოლო ტურში დამარცხდა #1TVSPORT
ქოჩორაშვილის „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ის გამარჯვებულია - წიტაიშვილის „გრანადა“ ბოლო ტურში დამარცხდა #1TVSPORT

ლა ლიგა 2-ში ბოლო, 42-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ „სანტანდერს“ ესტუმრა და ბოლო წამებზე მიღებული გოლით 1:2 დამარცხდა. თუმცა, ანგარიში პირველივე წუთზე სტუმრებმა რებახის გოლით გახსნეს, რომელიც ქართველი შემტევის საგოლე გადაცემით გავიდა. გიორგიმ ყვითელი ბარათი მიიღო და 74 წუთი ითამაშა.

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ „ეიბარს“ უმასპინძლა და სეზონი გამარჯვებით დაასრულა. ვალენსიელებმა მეტოქეს დელას პენალტით აჯობეს – 1:0. ქოჩორაშვილი სათადარიგოებში იყო და შეცვლაზე 83-ე წუთიდან გამოჩნდა.

საბოლოოდ, „ლევანტე“ 79 ქულით ლა ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა და ახალ სეზონში ესპანეთის ელიტურ ლა ლიგაში ითამაშებს, ხოლო „გრანადა“ (65) მე-7 ადგილზე დარჩა.

რაც შეეხება ქართველების პირად მონაგარს – წიტაიშვილმა 36 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო ქოჩორაშვილმა 34 მატჩში ანგარიშზე 6 გოლი და 4 ასისტი ჩაიწერა.