ქობულია - ბაზარაზე კონკურენცია გაიზრდება და მომხმარებელი შეძლებს, გაზის მიმწოდებელი აირჩიოს
ქობულია - ბაზარაზე კონკურენცია გაიზრდება და მომხმარებელი შეძლებს, გაზის მიმწოდებელი აირჩიოს

საქართველოში ენერგობაზარზე, მათ შორის გაზის ბაზარზე კონკურენციის გაზრდა იგეგმება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა, მომხმარებელი შეძლებს, გაზი არა მხოლოდ ერთი მიმწოდებლისგან იყიდოს, არამედ აირჩიოს.

„განვიხილავთ საკმაოდ სერიოზულ პროგრამას ენერგობაზრის, მათ შორის გაზის ბაზარზე უფრო მეტი კონკურენციის შემოტანის შესახებ. წელს მცირედით სხვანაირი ბაზარი გვექნება, როგორც ბუნებრივ აირთან, ასევე ელექტროენერგიასთან მიმართებაში. კონკურენცია გაიზრდება. მომხმარებელი შეძლებს, იყიდოს გაზი არა მხოლოდ ერთი მომწოდებლისგან, არამედ აირჩიოს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, კონკურენციის პირობებში შესაძლოა, ტარიფები გაიაფდეს.

მინისტრის განცხადებით, იგივე ეხება ელექტროენერგიის ბაზარსაც.

დატოვე კომენტარი