ქობულეთში, ზღვაში სათევზაოდ გასული თევზსაჭერი ჩაიძირა
ქობულეთში, ზღვაში სათევზაოდ გასული თევზსაჭერი ჩაიძირა

ფოთიდან ქობულეთის მიმართულებით, სათევზაოდ გასული თევზსაჭერი ზღვაში ჩაიძირა. შემთხვევა ქობულეთის აკვატორიაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სეინერი მოძველებული იყო და მის წინა კორპუსს პრობლემები ჰქონდა, რაც ჩაძირვის მიზეზი გახდა. გემი ქაფშიით იყო დატვირთული. სეინერი ფოთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებს ეკუთვნის. მეზღვაურები მათთან ახლოს მდებარე მეორე თევზსაჭერი გემის ეკიპაჟმა გადაარჩინა.

„ღამე იყო, რაღაცას დავეტაკეთ. აღმოჩნდა, რომ დიდი ხე იყო. დაზიანდა გემი და შემოვიდა წყალი. სეინერზე დაახლოებით 30 ტონა ტვირთი იყო. კაპიტანმა გამოიძახა სამაშველო ძალა და რვავე ეკიპაჟის წევრი უვნებელად გადარჩა“, – განაცხადა ეკიპაჟის წევრმა, ჯემალ გოდერიძემ.