ქობულეთში უბედურ შემთხვევას არასრულწლოვანი გოგონა ემსხვერპლა
ქობულეთში უბედურ შემთხვევას არასრულწლოვანი გოგონა ემსხვერპლა

ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში უბედურ შემთხვევას არასრულწლოვანი გოგონა ემსხვერპლა.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილის ძმას იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა დაიღუპა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.