ქობულეთში, სოფელ ზენითში ხანძარი ლიკვიდირებულია
ქობულეთში, სოფელ ზენითში ხანძარი ლიკვიდირებულია

ქობულეთში, სოფელ ზენითში ხანძარი ლიკვიდირებულია.

სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ორმოცზე მეტი მეხანძრე-მაშველი.

ადგილობრივების ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.

„ცეცხლი ეკალ-ბარდს გაუჩნდა და ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. არ ვიცით, საიდან გაჩნდა. თითქმის 10 ჰექტარი ფართობი დაიწვა”, – განაცხადა სოფელ ზენათის მცხოვრებმა, ზაურ ბაუჟაძემ.

ხანძარს მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია.