ქობულეთში, სხვადასხვა შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახები ფართების დაკანონების მოთხოვნით აქციას მართავენ
ქობულეთში, სხვადასხვა შენობაში თვითნებურად შესახლებული ოჯახები ფართების დაკანონების მოთხოვნით აქციას მართავენ

ქობულეთში სხვადასხვა ობიექტზე თვითნებურად შესახლებული ოჯახები ფართების დაკანონების მოთხოვნით აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა, რომლებიც სტატისტიკის სამმართველოს ყოფილ შენობაში ცხოვრობს, აქცია გუშინ ქობულეთის მერიაში გამართა. ისინი აცხადებენ, რომ შენობა აუქციონის წესით ისე გაიყიდა, ისინი ინფორმაციას არ ფლობდნენ და უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე ემუქრებათ.

„რვა წლის წინ დავიკავეთ შენობა, 12 ოჯახი ვართ. არ გვქონდა საცხოვრებელი, ვართ სოციალურად დაუცველები, აღმოჩნდა, რომ შენობა გაყიდეს, ჩვენთან მოვიდა ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი მალხაზ რომანაძე, დაათვალიერა შენობა. გავიგეთ, რომ მან შეიძინა, მაგრამ სხვაზეა გაფორმებული და აპირებს ჩვენს გამოსახლებას“, – ამბობს აქციის მონაწილე ნანა ნემსაძე.

ქობულეთის მერიაში, არ ადასტურებენ დეპუტატის მიერ შენობის შესყიდვის ფაქტს და ამბობენ, რომ თვითნებურად შესახლებულებს საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან.

დატოვე კომენტარი