ქობულეთში სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმა აქცია გამართა
ქობულეთში სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმა აქცია გამართა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქობულეთში, კულტურის სახლში მოსახლეობას შეხვდა.

ზურაბიშვილს შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პლაკატით „პუტინ, შენი რეზიდენტი ვერ გახდება პრეზიდენტი“ და შეძახილებით დახვდნენ.

სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებთან მივიდა და მათ მადლობა გადაუხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, მათი აქცია არ არის პროვოკაცია და უბრალოდ პროტესტი გამოხატეს კანდიდატის მიმართ.