ქობულეთში მკვლელობა მოხდა
ქობულეთში მკვლელობა მოხდა

ქობულეთში მკვლელობა მოხდა. 50 წლამდე მამაკაცს სანადირო თოფიდან ესროლეს.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ცხედარს კი ექსპერტიზა უტარდება.

მკვლელობის სავარაუდო მიზეზად წარსულში არსებული კონფლიქტი სახელდება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„პოლიციის დანაყოფში შემოსული შეტყობინების თანახმად, ადგილი ჰქონდა დაჭრის ფაქტს. საავადმყოფოში გადაყვანისთანავე აღნიშნული პიროვნება გარდაიცვალა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ასევე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით. ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით დეტალებს ვერ გეტყვით“, – განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა.

დატოვე კომენტარი