ქობულეთში მიკროავტობუსის დაჯახების შედეგად ორი წლის ბავშვი დაიღუპა

22:00, 12.12.2018

ქობულეთში, სოფელ ხალაში ავარიის დროს ორი წლის ბავშვი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანს მიკროავტობუსი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც 1Tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მსგავსი