ქობულეთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ქობულეთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

ქობულეთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანდა ერთი მსუბუქი ავტომანქანა. სხვადასხვა ქუჩაზე ქარმა ხეებიც წააქცია.

სტიქიის შედეგებს ეცნობა ქობულეთის მერი ლევან ზოიძე.

„ქობულეთში ძლიერი ქარი იყო. რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, ხეებმა კი გზები ჩახერგა. ამ დროისათვის ყველა ლოკაციაზე გზა გაწმენდილია. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. რამდენიმე ადგილზე ვიმყოფებოდი, დავათვალიერე კორპუსები. ჩვენ მაქსიმალურად ხალხის გვერდითი ვართ, დაითვლება ზარალი და სტიქიის კომისიით შესწავლის შედეგად, ყურადღებას მივაქცევთ“, – განაცხადა ქობულეთის მერმა.

ლევან ზოიძის თქმით, კონკრეტულად, სამ ლოკაციაზე ქარმა კორპუსებს ნაწილობრივ გადახადა სახურავი.

დატოვე კომენტარი