ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა [ვიდეო]

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შემქნა ქობულეთში. დაიტბორა რკინიგზის სადგურის მიმდებარე რამდენიმე ქუჩა, რის გამოც, საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ მდგომარეობის შესასწავლად ადგილზე გასულია ჯგუფები.

ასევე, მერიის ინფორმაციით, წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებშიც. კერძოდ, დაიტბორა რუსთაველისა და ძველი საავადმყოფოს უბანში მდებარე ხუთი კერძო სახლის პირველი სართულები.

დატოვე კომენტარი