ქობულეთში ძლიერი წვიმის გამო ქუჩები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა
ქობულეთში ძლიერი წვიმის გამო ქუჩები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა

ძლიერი წვიმის გამო ქობულეთში ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. ქობულეთში მდინარე აჭყვა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. წყალი რამდენიმე ქუჩაზე სავაჭრო ობიექტებსა და საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შევიდა.

მეწყრული პროცესები განვითარდა რამდენიმე სოფელშიც.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ დაგვასა და ქვედა სამებაში ორი ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილებზე ქობულეთის მერიის შესაბამისი სამსახურები და სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.