ქობულეთში დღეს პეტრას ციხის განახლებული კომპლექსი გაიხსნება
ქობულეთში დღეს პეტრას ციხის განახლებული კომპლექსი გაიხსნება

ქობულეთში დღეს პეტრას ციხის განახლებული კომპლექსი გაიხსნება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ისტორიული ციხის ციხის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი 2018 წელს დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, ორი საექსპოზიციო ნაგებობა, კინოსაპროექციო. ლიმონარიუმის ოთხ ტერასაზე გაკეთდა ადაპტირებული სასეირნო ბილიკები და ექვსი ადაპტირებული ლიფტი შშმ პირებისათვის. ვიზიტორთათვის მოეწყო ავტოპარკინგი და ავტობუსების სადგომი.

რეაბილიტაციისთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი დაიხარჯა.