ქობულეთში დაკარგული ბიჭის მამა ეჭვობს, რომ მოზარდის გაუჩინარება შესაძლოა, ინტერნეტთამაშებს უკავშირდებოდეს
ქობულეთში დაკარგული ბიჭის მამა ეჭვობს, რომ მოზარდის გაუჩინარება შესაძლოა, ინტერნეტთამაშებს უკავშირდებოდეს

ქობულეთში დაკარგული 17 წლის გოგი დოლიძის მამა ეჭვობს, რომ შესაძლოა, მოზარდის გაუჩინარება ინტერნეტთამაშებს უკავშირდებოდეს.

“7 დეკემბერს დილის ცხრა საათზე გავიდა სახლიდან სკოლაში და გაუჩინარდა. მას შემდეგ ყველგან ვეძებთ. პოლიციამ დაადგინა, რომ მისი ტელეფონი იმავე დღეს, სამ საათზე ქობულეთის ავტოსადგურთან გაითიშა. ვეჭვობ, ინტერნეტთამაშებს შეიძლება უკავშირდებოდეს. “ლურჯი ვეშაპის” ფოტო ვნახეთ მის კომპიუტერში, ჰქონია საეჭვო სტატუსებიც, თუმცა დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლია”,-ამბობს მოზარდის მამა ზორბეგ დოლიძე.

ინტერნეტთამაშებთან კავშირზე საუბრობენ დაკარგულის ახლო ნათესავებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქმე აღძრული არ არის, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.