ქობულეთში დაკარგული 84 წლის მამაკაცი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს
ქობულეთში დაკარგული 84 წლის მამაკაცი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში დაკარგული 84 წლის ავთანდილ გვარიშვილი სამაშველო ჯგუფმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მერი და აჭარის პოლიციის თანამშრომლები.

„შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 5 აგვისტოს შევიდა, რომ ხანში შესული მამაკაცი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 97 მეხანძრე-მაშველი და პოლიცია. 84 წლის მამაკაცი მდინარე დეხვის სათავის ტერიტორიაზე, ტყის მასივში იპოვეს. მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.