ქობულეთში, ჭახათი-ხინოს დამაკავშირებელ გზაზე ჩარჩენილი 67 წლის მამაკაცი მაშველებმა გამოიყვანეს

22:42, 10.08.2018

ქობულეთში, ჭახათი-ხინოს დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერის ჩამოწოლის გამო, ჩარჩენილი 67 წლის მამაკაცი მეხანძრე-მაშველებმა გამოიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ​მამაკაცი მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

მსგავსი