ქობულეთში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა
ქობულეთში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალსა და მამაკაცს დაეჯახა. მანქანა ადგილიდან მიიმალა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევის შედეგად, ქალი გარდაიცვალა, მამაკაცი კი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.