ქობულეთში ავარიისას სამი ადამიანი დაშავდა

17:21, 02.04.2019

ქობულეთში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა სოფელ ხუცუბნის გზაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი