ქობულეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

03:07, 21.02.2020

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, დაშავდა ერთი ადამიანი.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი