ქობულეთში ახალგაზრდების გაშველებისას ორი პოლიციელი დაშავდა

20:37, 28.03.2019

ქობულეთში პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ის ახალგაზრდები, რომელთა გაშველებასაც სამართალდამცველები ცდილობდნენ. შემთხვევა გუშინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ახალგაზრდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა.

მათივე თქმით, პოლიციელები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, რა დროსაც ორი მათგანი დაშავდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მეორე პირის დასაკავებლად.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი