ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლები სანაპიროზე სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ 
ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლები სანაპიროზე სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ 

ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე, მოსახლეობის ნაწილი სანაპიროზე სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მშენებლობის გამო შემოღობილია ოთხი ჰექტარი ტერიტორია, ადგილობრივებს კი ზღვაზე გადასასვლელი ჩაკეტილი აქვთ.

„ჩაკეტილია ზღვაზე გადასასვლელი. ამ ტერიტორიაზე, სადაც სასტუმროს მშენებლობა იწყება შემოღობონ ტერიტორია, სადაც უშუალოდ მშენებლობა მიმდინარეობს. უზარმაზარი ტერიტორიაა დაკავებული. ამბობენ, რომ მშენებლობა მიმდინარეობსო, თუმცა რეალურად სამუშაოები გაჩერებულია. ზღვაზე მისასვლელი გზა დაკეტილია. ჩვენ კი ტურისტებს ვერ ვიღებთ, აქ აღარავინ მოდის”, – აცხადებს აქციის მონაწილე სვეტლანა ოქროპირიძე.