ქობულეთში, 32-ე საარჩევნო უბანი ამ დრომდე არ გახსნილა
ქობულეთში, 32-ე საარჩევნო უბანი ამ დრომდე არ გახსნილა

ქობულეთში 32-ე საარჩევნო უბანი ამ დრომდე არ გახსნილა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ხმის მიცემა შეჩერებულია.

ფაქტი საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გელა ხახნელიძემ დაადასტურა. მისი განცხადებით, პრობლემა ნუმერაციას უკავშირდება.

„რაღაც ტექნიკური პრობლემაა, რაც ნუმერაციას უკავშირდება. მივდივართ ადგილზე, რათა დეტალურად გავერკვეთ რა მოხდა, ამჟამად ხმის მიცემა შეჩერებულია, თუმცა უბანი აუცულებლად გაიხსნება“,- განაცხადა გელა ხახნელიძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.