ქობულეთში 20 წლის ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ბრიგადებთან ერთად ჩართული არიან მყვინთავები
ქობულეთში 20 წლის ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ბრიგადებთან ერთად ჩართული არიან მყვინთავები

ქობულეთში ზღვაში დაკარგული ახალგაზრდის ძებნის ოპერაციაში ქობულეთისა და ბათუმის სამაშველო ბრიგადებთან ერთად ჩართული არიან მყვინთავები, ასევე ძებნა მიმდინარეობს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით.

ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, სამი ახალგაზრდა მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავთან ბანაობდა, რა დროსაც მათ პრობლემა შეექმნათ და წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ერთმა მათგანმა მოახერხა ნაპირზე გამოსვლა, მეორე მაშველებმა გამოიყვანეს, მესამე კი ჯერ ვერ პოულობენ.​ დაკარგული ახალაგზარდა 20 წლისაა.

დატოვე კომენტარი