ქობულეთში 14 წლის მოზარდს ეძებენ
ქობულეთში 14 წლის მოზარდს ეძებენ

ქობულეთში 14 წლის მოზარდს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, იგი სახლიდან გუშინ, 14:00 საათზე გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მომხდარის შესახებ ახლობლებმა პოლიციას უკვე აცნობეს და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდი გაუფრთხილებლად თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე წავიდა და რუსთაველის გამზირზე შენიშნეს.