ქობულეთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ახალი სკოლების პროექტირება იწყება

17:41, 09.01.2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში ახალი სკოლების პროექტირებას იწყებს.

ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩაქვის სკოლა არანაკლებ 2000 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, ბარდუბანში კი არანაკლებ 200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება.

„ორივე პროექტი შემდგომში სხვადასხვა რეგიონში გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი“, – აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი