ქობულეთის სოფელ ზენითში ხანძარია
ქობულეთის სოფელ ზენითში ხანძარია

ქობულეთის სოფელ ზენითში, მთის ფერდზე ცეცხლი უკიდია ეკალბარდს.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის.

„ადგილზე რთული რელიეფის გამო სახანძრო ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება. კერებთან იმყოფება მეხანძრე-მაშვეების 40-კაციანი შემადგენლობა ინდივიდუალური აღჭურვილობით. ქრობის პროცესს ძლიერი ქარი ართულებს. სიტუაცია კონტროლს ექვედებარება, ტყის მასივს ან დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება“,-განაცხადეს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში.