ქობულეთის სოფელ დაგვაში 17 წლის ახალგაზრდას ეძებენ
ქობულეთის სოფელ დაგვაში 17 წლის ახალგაზრდას ეძებენ

ქობულეთის სოფელ დაგვაში 17 წლის ახალგაზრდას ეძებენ. იგი სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა და არ დაბრუნებულა.

,,ბოლო ინფორმაციით, იგი ქობულეთის ცენტრში უნახავთ, სამარშრუტო ტაქსით წასულა ქობულეთში. იმ დღესვე მივმართეთ პოლიციას. ვითხოვთ დაიკითხოს ყველა, ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობს. ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ვითხოვთ დახმარებას“, – აცხადებს დაკარგული მოზარდის მამა, ზორბერ დოლიძე.

შსს ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.